კათედრის ზოგადი დებულება



1. კათედრის ფუნქციებ:
) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
2. კათედრების მოწყობა:
) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით;
) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
3. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.


4. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა აერთიანებს მონათსავე დისციპლინებს:
  •   -ისტორია;
  •   -გეოგრაფია;
  •   -სამოქ./განათლება;
  •  -ეკონომიკა;
     კათედრის ყველა წევრი (თუ არსებობს მაძიებელი პედაგოგიც) სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
    გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების 2/3-ის თანხმობით.
    თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის კათედრის თავმჯდომარეს.

    კათედრა ვალდებულია იზრუნოს საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნაზე;

ბიბლიოთეკაში შედის:
  • მოქმედი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი;
  • მეთოდური ლიტერატურა;
  • საგნობრივი და პერიოდული გამოცემები;
  • აუდიოვიზუალური მასალის ფონდი;
  • ვიდეოთეკა და სხვ.

მიზნები და ამოცანები

კათედრის მიზანი: 
  • სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება და საგნების სწავლებისადმი წაყენებული მოთხოვნის განხორციელება.


კათედრის ამოცანები: 
  • ახალი მეთოდების განხილვა-გაზიარება;
  • ერ./სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შედგენა;
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა;
  • ურთიერთ- და მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
  • სკოლის თვითშეფასებაში მონაწილეობა;
  • სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო დაწესებულებაში საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და მისი გადაჭრის გზების ძიება;
  • მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება;
  • პედაგოგთათვის კონკურსების, კონფერენციების, სემინარების მოწყობა;
  • სასწ./წლის განმავლობაში (შუაში, ბოლოს) მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენები, სპექტაკლები და სხვ;);
  • წახალისების ფორმების შექმნა, პრიზების დაწესება;
  • ვებგვერდების, სლაიდების, თემატური კატალოგების და სხვ. საჭირო მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით; 
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოცდილების შესწავლა;
  • ახალბედა მასწავლებლისათვის დახმარების გაწევა პედაგოგიური დახელოვნების მიზნით;
  • თვითგანვითარებასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა-სრულყოფაზე ზრუნვა;
  • საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
  • სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება და სხვ;